აგვისტოს ომიდან 6 წლის შემდეგ
- ❤ 3 მოწონება
- 2863 ნახვა
ქვათა ღაღადის ფოტოების სერია "აგვისტოს ომიდან 6 წლის შემდეგ" აღწერს, როგორ უბრუნდება ჩვეულ ცხოვრებას ომისგან დაზარებული გორი.
2008 წლის 7 აგვისტოს, სამხრეთ ოსეთის სეპარატისტების მხრიდან რამდენიმედღიანი სროლების საპასუხოდ, საქართველოს შეიარაღებულმა ძალებმა დაიწყეს სამხედრო ოპერაცია ქალაქ ცხინვალის ასაღებად. მომდევნო დღეებში სამხედრო დაპირისპირება რუსეთ-საქართველოს ომში გადაიზარდა, რომელიც 5 დღეს გაგრძელდა. რუსმა სახმედროებმა დაიკავეს როგორც სეპარატისტული რეგიონები, ასევე, საქართველოს მიერ კონტროლირებადი ქალაქებიც, მათ შორის ფოთი და გორი. ევროკავშირის ჩარევით, 12 აგვისტოს შედგა შეთანხმება ცეცხლის შეწყვეტის თაობაზე. მომდევნო კვირებში რუსეთის ჯარებმა უკან დაიხიეს, თუმცა ომიდან 6 წლის შემდეგაც არ დაუტოვებიათ საქართველოს ტერიტორია.
რუსული აგრესიის შედეგად, საქართველოს მხრიდან დაიღუპა 230-ზე მეტი სამოქალაქო პირი, მათ შორის ერთი უცხო ქვეყნის მოქალაქე, ჰოლანდიელი ოპერატორი სტან სტორიმანსი. ის 12 აგვისტოს გორის ცენტრში კასეტური ჭურვებით დაბომბვას ემსხვერპლა. 2008 წლის ომის შედეგად, ცხინვალის რეგიონის ქართული დასახლებების 26 000 მცხოვრები დევნილად იქცა.
რაც შეეხება მსხვერპლს სამხრეთ ოსეთის მხრიდან, ზუსტი მონაცემები არ არსებობს და რიცხვები სამოქალაქო მსხვერპლის შესახებ 162-იდან 365-მდე მერყეობს.
- ორგანიზაცია: JumpStart Georgia
- ჟურნალისტი: ჯამპსტარტ ჯორჯია
- დიზაინერი: ირაკლი ჭუმბურიძე (ჯამპსტარტ ჯორჯია)
- დეველოპერი: ჯეისონ ედი (ჯამპსტარტ ჯორჯია)
- ენა: English, ქართული
- კატეგორია: პოლიტიკა, საზოგადოება, ჯანმრთელობა / საზოგადოებრივი უსაფრთხოება
- ტიპი: ინტერაქტივი