საქართველოს სასამართლო სტატისტიკა
- ❤ 1 მოწონება
- 2484 ნახვა
სტატისტიკის მოდული წარმოადგენს საქართველოს საერთო სასამართლოების ძირითადი სტატისტიკური მონაცემების ვიზუალიზაციას IDFI-ის მიერ შემუშავებული პროგრამული უზრუნველყოფის მეშვეობით, რომელიც ასახავს მონაცემებს სექტორული და სვეტოვანი დიაგრამების სახით. თითოეულ წელიწადში წარმოდგენილი სტატისტიკური მონაცემები გადანაწილებულია განყოფილებებში - „სისხლის სამართლის საქმეები“, „სამოქალაქო საქმეები“ და „ადმინისტრაციული საქმეები“. თითოეულ განყოფილებაში სათაურების მიხედვით დალაგებულია მოდულში შეყვანილი სტატისტიკური მონაცემები. კონკრეტულ სათაურში წარმოდგენილი კატეგორიების არჩევის შემდგომ, მოდული სექტორული დიაგრამის საშუალებით ახდენს შეყვანილი მონაცემების ილუსტრირებას. მოდული დამატებით, აგრეთვე ახდენს იმ ქვეკატეგორიების ილუსტრირებას, რომლისგანაც შედგება სექტორული დიაგრამის მეშვეობით პროცენტულად შედარებული ყოველი კატეგორია. დინამიკურ მონაცემებში წარმოდგენილი სტატისტიკური მაჩვენებლები შედარებულია წლების მიხედვით.
- ორგანიზაცია: IDFI
- ჟურნალისტი: გოგა თუშურაშვილი (ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი)
- დიზაინერი: კონსტანტინე ჯანჯღავა (ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი)
- მონაცემთა წყარო:
- ენა: English, ქართული
- კატეგორია: პოლიტიკა, საზოგადოება, სამართალი
- ტიპი: ინტერაქტივი