დასჯაზე ორიენტირებული ნარკოპოლიტიკა საქართველოში
- ❤ 7 მოწონება
- 2769 ნახვა
ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაციის საადვოკაციო კამპანიის ფარგლებში, ჯამპსტარტ ჯორჯიამ საქართველოს ნარკოპოლიტიკის თემაზე რამდენიმე ინფოგრაფიკა მოამზადა.
ქვეყნის დღევანდელი ნარკოპოლიტიკა დასჯაზეა ორიენტირებული: ყოველწლიურად ქუჩიდან ნარკოტესტზე ათასობით ადამიანი მიჰყავთ, მათგან 66%-ს ნარკოტიკების მოხმარება არ უდგინდება. მათ კი, ვისი ტესტის პასუხიც დადებითია, ჯარიმის სახით, პირველ ჯერზე 500 ლარის, შემდეგ კი 2000 ლარის ან მეტის გადახდა უხდებათ. ნარკოტიკების მომხმარებელთა ჯარიმებით სახელმწიფო ბიუჯეტში ყოველდღიურად 20 000 ლარი შედის, წამალდამოკიდებულთა მკურნალობისთვის გამოყოფილი თანხა კი ორჯერ ნაკლებია. შედეგად, დღევანდელი დაფინანსებით, მკურნალობას წამალდამოკიდებულთა მხოლოდ 5% ახერხებს.
არის თუ არა დასჯაზე ორიენტირებული ნარკოპოლიტიკა ეფექტური? ჭრის ის პრობლემას თუ პირიქით, ზრდის ზიანს? რა შედეგი შეიძლება გამოიღოს მსგავსმა პოლიტიკამ ახლო და შორეულ მომავალში?
- ორგანიზაცია: JumpStart Georgia
- ჟურნალისტი: ნინო მაჭარაშვილი, თუთანა კვარაცხელია (ჯამპსტარტ ჯორჯია)
- დიზაინერი: ირაკლი ჭუმბურიძე (ჯამპსტარტ ჯორჯია)
-
მონაცემთა წყარო:
- ალტერნატივა ჯორჯია, 2008
- საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო
- საქართველოს უზენაესი სასამართლო
- საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტი
- მონაცემები: ჩამოტვირთვა
- ენა: English, ქართული
- კატეგორია: საზოგადოება, ჯანმრთელობა / საზოგადოებრივი უსაფრთხოება
- ტიპი: ინფოგრაფიკა