საჯარო სამსახურში მაღალი აკადემიური ხარისხი განაპირობებს თუ არა მაღალ ანაზღაურებას?
- ❤ 5 მოწონება
- 2879 ნახვა
საჯარო სამსახურის ბიუროს ვებგვერდზე გამოქვეყნებული ვაკანსიების მიხედვით, საქართველოს საჯარო სამსახურში ყველაზე მაღალანაზღაურებადი ვაკანსიის მოთხოვნილი კვალიფიკაცია არის "დიპლომირებული სპეციალისტი", რაც ითვალისწინებს 120-180-კრედიტიანი სასწავლო კურსის დასრულებას; შედარებისთვის, ბაკალავრის ხარისხის მიღება მოითხოვს 240-კრედიტიანი სასწავლო კურსის წარმატებით დასრულებას, ხოლო მაგისტრის - დამატებით 120-კრედიტიანის.
საჯარო სამსახურში ყველაზე ხშირად მოთხოვნილი კვალიფიკაცია არის ბაკალვრის, მათი საშუალო ანაზღაურება 1097 ლარია; საშუალოდ ყველაზე მაღალ ხელფასს, 1803 ლარს, ისეთ პოზიციებზე სთავაზობენ აპლინტებს, სადაც მოთხოვნილი კვალიფიკაცია მაგისტრის ხარისხია.
ისეთ პოზიციებზე კი, სადაც დოქტორის აკადემიურ ხარისხს ითხოვენ, ანაზღაურება 397 ლარიდან 2900 ლარამდე მერყეობს, რაც 2-ჯერ ნაკლებია ისეთი პოზიციების მაქსიმალურ ანაზღაურებაზე, რომლებიც დიპლომირებული სპეციალისტის, ბაკალავრის ან მაგისტრის აკადემიურ ხარისხს ითხოვენ.
- ორგანიზაცია: JumpStart Georgia
- ჟურნალისტი: ნინო მაჭარაშვილი (ჯამპსტარტ ჯორჯია)
- დიზაინერი: ირაკლი ჭუმბურიძე (ჯამპსტარტ ჯორჯია)
- მონაცემები: ჩამოტვირთვა
- ენა: English, ქართული
- კატეგორია: განათლება, ეკონომიკა / ბიზნესი, საზოგადოება
- ტიპი: ინფოგრაფიკა