“ყველა ცხოველი თანასწორია, მაგრამ ზოგი უფრო თანასწორია ვიდრე სხვები”
- ❤ 8 მოწონება
- 2964 ნახვა
2013 წლის 17 მაისს თბილისში ჰომოფობიასთან და ტრანსფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით გამართული 50-კაციანი ლგბტ აკტივისტთა აქცია ათასობით ადამიანმა დაარბია. მათ შორის იყვნენ სასულიერო პირებიც.
შეტაკებების შედეგად დაშავდა 30-მდე ადამიანი. ხულიგნობისთვის 100 ლარით დაჯარიმდა აქციის 4 მონაწილე. სისხლის სამართლის საქმე აღიძრა 2 სასულიერო პირის მიმართ, მათგან ერთი უდანაშაულოდ სცნეს, მეორის საქმეს კი სასამართლო, ერთი წლის თავზე, ისევ განიხილავს.
17 მაისის მოვლენებიდან რამდენიმე კვირის შემდეგ კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრის მიერ ჩატარებული კვლევის მიხედვით, თბილისელების 91% ამბობს, რომ კანონის წინაშე ყველა თანასწორი უნდა იყოს. თუმცა 57% აღნიშნავს, რომ 17 მაისის დაპირისპირებაში მონაწილე სასულიერო პირები სასამართლოს წინაშე არ უნდა წარსდგნენ.
- ორგანიზაცია: JumpStart Georgia
- ჟურნალისტი: ნინო მაჭარაშვილი (ჯამპსტარტ ჯორჯია)
- დიზაინერი: ია ნინოშვილი (ჯამპსტარტ ჯორჯია)
- მონაცემთა წყარო:
- ენა: English, ქართული
- კატეგორია: საზოგადოება, გენდერი
- ტიპი: ინფოგრაფიკა