ნუ დაელოდები სიმპტომებს, გამოიკვლიე!
            14/08/2013
        
        
      - ❤ 10 მოწონება
 - 
            
            3374 ნახვა
           
საქართველოს მოსახლეობის 6.7% ინფიცირებულია C ჰეპატიტით. ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიხედვით, მოსახლეობის 5%-ის ინფიცირება მაღალ მაჩვენებლად ითვლება. საქართველოში რეგისტრირებული 200 000 ინფიცირებული ადამიანიდან 22% საჭიროებს მედიკამენტოზურ მკურნალობას, თუმცა მხოლოდ 1%-მა შეძლო საკუთარი ხარჯებით მკურნალობის გავლა.
C ჰეპატიტის შემთხვევათა 75% უსიმპტომოდ მიმდინარეობს. ვირუსის დროულად აღმოჩენის შემთხვევაში კი განკურნების შანსი 50%-ით იზრდება. დაავადების სტატისტიკასთან ერთად, ვიზუალიზაცია C ჰეპატიტის გამოკვლევისა და მკურნალობის ხარჯებსაც ასახავს.
- ორგანიზაცია: JumpStart Georgia
 - ჟურნალისტი: თამარა კალხიტაშვილი (ჯამპსტარტ ჯორჯია)
 - დიზაინერი: თამარა კალხიტაშვილი (ჯამპსტარტ ჯორჯია)
 - 
                მონაცემთა წყარო: 
                
                  
- ინტერვიუ სოფო გურამიშვილთან, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის სპეციალისტი, ივნისი 2013
 - დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ეპიდბიულეტინი 2013, ტომი 17, ნომერი 1
 - Medportal.ge
 - ლიბერალი
 
 - მონაცემები: ჩამოტვირთვა
 - ენა: English, ქართული
 - კატეგორია: ჯანმრთელობა / საზოგადოებრივი უსაფრთხოება
 - ტიპი: ინფოგრაფიკა
 
        
      


