კულტურის, რელიგიის, ახალგაზრდობის ხელშეწყობისა და სპორტის პროგრამების ბიუჯეტი: 2012-2016
- ❤ 11 მოწონება
- 2826 ნახვა
2012 წლიდან საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტი პროგრამულ დაგეგმარებაზე გადავიდა. გამოიყო 12 პრიორიტეტი და ბიუჯეტის თანხები მათში შემავალ პროგრამებზე გადანაწილდა. კულტურის, სპორტის, რელიგიისა და ახალგაზრდობის სფეროები ერთ პრიორიტეტში გაერთიანდა და სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსებას 10 სხვადასხვა პროგრამისთვის იღებს.
ინფოგრაფიკაში წარმოდგენილია 2012-2016 წლების კულტურის, სპორტის, რელიგიისა და ახალგაზრდობის პრიორიტეტის სახელმწიფო ბიუჯეტის პროცენტული და თანხობრივი განაწილება პრიორიტეტში შემავალ პროგრამებზე. ინფოგრაფიკაში წარმოდგენილი რიცხვები აღებულია საქართველოს პარლამენტისათვის 2011 და 2012 წლების ბოლოს წარდგენილი ბიუჯეტის კანონპროექტებიდან და არ ასახავს ბიუჯეტის დოკუმენტში მოგვიანებით შესულ ცვლილებებს.
- ორგანიზაცია: JumpStart Georgia
- ჟურნალისტი: ნინო მაჭარაშვილი (ჯამპსტარტ ჯორჯია)
- დიზაინერი: ირაკლი ჭუმბურიძე (ჯამპსტარტ ჯორჯია)
- მონაცემთა წყარო:
- მონაცემები: ჩამოტვირთვა
- ენა: English, ქართული
- კატეგორია: ეკონომიკა / ბიზნესი, პოლიტიკა, ცხოვრების სტილი / კულტურა
- ტიპი: ინფოგრაფიკა