feradi.info
  • 1 მოწონება
  • View_icon 3103 ნახვა
კაცებიც დეკრეტულ შვებულებაში - საქართველოს  ამჟამინდელი კანონმდებლობით, კერძო სექტორში დასაქმებულ დედასა და მამას შეუძლიათ ისარგებლონ 730-დღიანი დეკრეტული შვებულებით, თუმცა  კანონი დამსაქმებელს არ ავალდებულებს დასაქმებული ქალისა თუ კაცის დეკრეტული შვებულების ანაზღაურებას - კერძო სექტორში დასაქმებული დედა გარანტირებულად იღებს მხოლოდ სახელმწიფოს ერთჯერად ფულად დახმარებას, რომელიც არ აღემატება 1000 ლარს. 

კერძო სექტორისგან განსხვავებით, საჯარო სამსახურში დასაქმებულ დედას და მამას შეუძლიათ, გაიყონ 183-დღიანი სრულად ანაზღაურებადი დეკრეტული შვებულება. მიუხედავად ამისა, ბოლო 18 თვის განმავლობაში, საქართველოს 19 სამინისტროში დეკრეტული შვებულებით ისარგებლა 211 ქალმა და არცერმა კაცმა. 

ამის მიზეზი ხშირ შემთხვევაში საზოგადოებაში დამკვიდრებული კულტურული ნორმები, სამსახურის დაკარგვის შიში, სტიგმა და გაუმართავი კანონმდებლობაა. 

მამების წასახალისებლად და სტიგმის დასაძლევად, ზოგიერთმა ქვეყანამ მამებისთვის სავალდებულო ანაზღაურებადი დეკრეტული შვებულება შემოიღო. მას შემდეგ, რაც გერმანიაში 14-თვიანი დეკრეტული შვებულებიდან მამაკაცებისთვის 2 თვე სავალდებულო გახდა, შედეგი 2 წელიწადში შეიცვალა და იმ კაცების რაოდენობა, რომლებმაც ბავშვის მოვლისთვის შვებულება აიღეს, 3%-იდან 20%-მდე გაიზარდა. 

მსოფლიო ბანკის მონაცემებით, 143 ქვეყნის კანონმდებლობიდან სავალდებულო დეკრეტული შვებულება დედისთვის გათვალისწინებულია 139 ქვეყანაში, მათ შორის საქართველოშიც; ხოლო მამისთვის - მხოლოდ 64 ქვეყანაში - საქართველო მათ შორის არაა. 

"კონსტიტუციის 42-ე მუხლთან" თანამშრომლობით, ჯამპსტარტ ჯორჯიამ შეისწავლა და ვიზუალურად გამოსახა, როგორია საქართველოს ახლანდელი პოლიტიკა დეკრეტულ შვებულებასთან დაკავშირებით და რატომაა მნიშვნელოვანი ბავშვის მოვლისათვის გამოყოფილი შვებულებით ისარგებლოს როგორც დედამ, ასევე - მამამ. 

 -

საქართველოს ამჟამინდელი კანონმდებლობით, კერძო სექტორში დასაქმებულ დედასა და მამას შეუძლიათ ისარგებლონ 730-დღიანი დეკრეტული შვებულებით, თუმცა კანონი დამსაქმებელს არ ავალდებულებს დასაქმებული ქალისა თუ კაცის დეკრეტული შვებულების ანაზღაურებას - კერძო სექტორში დასაქმებული დედა გარანტირებულად იღებს მხოლოდ სახელმწიფოს ერთჯერად ფულად დახმარებას, რომელიც არ აღემატება 1000 ლარს.

კერძო სექტორისგან განსხვავებით, საჯარო სამსახურში დასაქმებულ დედას და მამას შეუძლიათ, გაიყონ 183-დღიანი სრულად ანაზღაურებადი დეკრეტული შვებულება. მიუხედავად ამისა, ბოლო 18 თვის განმავლობაში, საქართველოს 19 სამინისტროში დეკრეტული შვებულებით ისარგებლა 211 ქალმა და არცერმა კაცმა.

ამის მიზეზი ხშირ შემთხვევაში საზოგადოებაში დამკვიდრებული კულტურული ნორმები, სამსახურის დაკარგვის შიში, სტიგმა და გაუმართავი კანონმდებლობაა.

მამების წასახალისებლად და სტიგმის დასაძლევად, ზოგიერთმა ქვეყანამ მამებისთვის სავალდებულო ანაზღაურებადი დეკრეტული შვებულება შემოიღო. მას შემდეგ, რაც გერმანიაში 14-თვიანი დეკრეტული შვებულებიდან მამაკაცებისთვის 2 თვე სავალდებულო გახდა, შედეგი 2 წელიწადში შეიცვალა და იმ კაცების რაოდენობა, რომლებმაც ბავშვის მოვლისთვის შვებულება აიღეს, 3%-იდან 20%-მდე გაიზარდა.

მსოფლიო ბანკის მონაცემებით, 143 ქვეყნის კანონმდებლობიდან სავალდებულო დეკრეტული შვებულება დედისთვის გათვალისწინებულია 139 ქვეყანაში, მათ შორის საქართველოშიც; ხოლო მამისთვის - მხოლოდ 64 ქვეყანაში - საქართველო მათ შორის არაა.

"კონსტიტუციის 42-ე მუხლთან" თანამშრომლობით, ჯამპსტარტ ჯორჯიამ შეისწავლა და ვიზუალურად გამოსახა, როგორია საქართველოს ახლანდელი პოლიტიკა დეკრეტულ შვებულებასთან დაკავშირებით და რატომაა მნიშვნელოვანი ბავშვის მოვლისათვის გამოყოფილი შვებულებით ისარგებლოს როგორც დედამ, ასევე - მამამ.

ჩასასმელი კოდი:
<
 
>