feradi.info
  • 0 მოწონება
  • View_icon 1642 ნახვა
ძველი მანქანები  -  - საქართველოში ჰაერის დაბინძურების 71% გამოწვეულია ავტოსატრანსპორტო საშუალებებიდან გამონაბოლქვით. დაბინძურების ძირითად მიზეზებს შორისაა მანქანების ტექნიკური გაუმართაობა - მსუბუქ ავტომობილებს, რაც მთლიანი ტრანსპორტის 80%-ს შეადგენს - 2004 წლიდან არ ევალებათ ტექნიკური დათვალიერების გავლა; ავტოპარკი მოძველებულია - მანქანების 73% 15-ზე მეტი წლისაა, მათ უმეტესობას არ გააჩნია კატალიზური გარდამქმნელი (კონვერტერი), რაც თითოეული მანქანიდან მავნე გამონაბოლქვის რაოდენობას 10-ჯერ ზრდის. საქართველოში საწვავის ხარისხის სტანდარტი არ შეესაბამება ევროპულ ნორმას, სახელმწიფოს კი ხარისხის კონტოლის მექანიზმი არ გააჩნია. პრობლემურია საგზაო ინფრასტრუქტურის - შუქნიშნების, ხიდებისა და გვირაბების მოწყობაც, რაც ქალაქში მოძრაობის განტვირთვას ვერ უზრუნველყოფს. გამონაბოლქვის 20%-მდე შემცირების ერთერთი საშუალება ეკო-მართვის წესების დაცვაა.
ჩასასმელი კოდი:
<
 
>