თბილისის მიკროავტობუსის მძღოლების გასაჭირი
- ❤ 69 მოწონება
- 6208 ნახვა
2013 წლის იანვარში თბილისის მიკროავტობუსის მძღოლები გაიფიცნენ. მათი თქმით, გაფიცვის მთავარი მიზეზი აუტანელი სამუშაო პირობებია. ერთკვირიანი გაფიცვისა და სამუშაო პირობების უმნიშვნელოდ შეცვლის შემდეგ მძღოლები მუშაობას დაუბრუნდნენ. "თბილისის მიკროავტობუსსა" და მძღოლებს შორის მოლაპარაკებები კვლავ გრძელდება. მიკროავტობუსის მძღოლების განცხადებით, მოლაპარაკებების უშედეგოდ დასრულების შემთხვევაში, გაფიცვა მარტში განახლდება.
"ჯამპსტარტ ჯორჯიამ", 50-ზე მეტი მიკროავტობუსის მძღოლის ნაამბობზე დაყრდნობით, მათი ამბავი ვიზუალურად გამოსახა. "ჯამპსტარტ ჯორჯიამ" ინფორმაცია კომპანია "თბილისის მიკროავტობუსისგანაც" გამოითხოვა და ახალი ინფორმაციის მიღების შემდეგ ვიზუალურად გამოსახულ ამბავსაც განაახლებს.
- ორგანიზაცია: JumpStart Georgia
- ჟურნალისტი: ნინო იაკობიშვილი, ნინო მაჭარაშვილი (ჯამპსტარტ ჯორჯია)
- დიზაინერი: მარიამ ქობულაძე (ჯამპსტარტ ჯორჯია)
-
მონაცემთა წყარო:
- ინტერვიუები 50-ზე მეტ მიკროავტობუსის მძღოლთან
- ენა: English, ქართული
- კატეგორია: საზოგადოება, ეკონომიკა / ბიზნესი
- ტიპი: ინფოგრაფიკა