საქართველოში სახელმწიფო შესყიდვების 45% არაკონკურენტულია
04/17/2014
- ❤ 3 Հավանություններ
- 2182 Դիտումներ
2010 წელს საქართველო ელექტრონული შესყიდვების სისტემაზე გადავიდა, რომელიც მსოფლიოში ერთერთი ყველაზე ეფექტური და გამჭვირვალე მოდელია და კორუფციის აღმოფხვრას უწყობს ხელს. თუმცა, საკანონმდებლო ბაზაში არსებული სამართლებრივი ხვრელები სახელმწიფო უწყებებს საშუალებას აძლევს, ელექტრონული შესყიდვების სისტემის გვერდის ავლით გააფორმონ სატენდერო ხელშეკრულებები. ეს კი ხარჯებთან ერთად, ზრდის კორუფციის რისკს და, ზოგადად, ხარისხსაც აუარესებს.
საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს კვლევაზე დაყრდნობით, ჯამპსტარტ ჯორჯიამ ვიზუალურად გამოსახა საქართველოს სახელმწიფო შესყიდვების ძირითადი ტენდენციები 2011 წლის იანვრიდან 2013 წლის აგვისტოს ჩათვლით.
- Կազմակերպություն: JumpStart Georgia
- Թղթակից: ნინო მაჭარაშვილი (ჯამპსტარტ ჯორჯია)
- Ձևավորող: მარიამ ქობულაძე (ჯამპსტარტ ჯორჯია)
- Տվյալների աղբյուր:
- Լեզու: English, ქართული
- Կատեգորիա: ეკონომიკა / ბიზნესი, პოლიტიკა
- Տիպ: Ինֆոգրաֆիկա