ოჯახში საქმის განაწილება ქალებსა და კაცებს შორის
- ❤ 5 Likes
- 5671 Views
2013 წელს სოციალური კვლევისა და ანალიზის ინსტიტუტმა, გაეროს მოსახლეობის ფონდის მხარდაჭერით ჩაატარა გამოკითხვა, რომლის მიზანი საქართველოში გენდერული თანასწორობის მიმართ კაცების დამოკიდებულებების და მათი საოჯახო საქმეებში და ბავშვის აღზრდაში ჩართულობის გამოვლენა იყო.
აღნიშნული კვლევა ჩატარდა გაეროს ერთობლივი პროგრამის „გენდერული თანასწორობის ხელშეწყობისთვის საქართველოში" ფარგლებში, რომელიც ხორციელდება შვედეთის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (Sida) მხარდაჭერით, გაეროს მოსახლოების ფონდის (UNFPA), გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP), და გაეროს ქალთა ფონდის (UN Women) მიერ.
ჯამპსტარტ ჯორჯიამ კვლევის ძირითადი მიგნებები ვიზუალურად გამოსახა. ინფოგრაფიკაში ნაჩვენებია, თუ როგორაა გადანაწილებული ოჯახში საქმე ქალებსა და კაცებს შორის, რამდენად ჩართულები არიან მამაკაცები ბავშვის მოვლის პროცესში და რა მოხდებოდა, საოჯახო საქმეები ქალებმა და კაცებმა თანაბრად რომ გაინაწილონ.
- Organization: JumpStart Georgia
- Reporter: ნინო მაჭარაშვილი (ჯამპსტარტ ჯორჯია)
- Designer: ირაკლი ჭუმბურიძე (ჯამპსტარტ ჯორჯია)
- Data Source:
- Data Set: Download
- Language: English, ქართული
- Category: საზოგადოება, გენდერი
- Type: Infographic