ქორწინების განსაზღვრება
- ❤ 0 Likes
- 2504 Views
პარლამენტში შევიდა „ქართული ოცნების“ მომზადებული საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტი, რომელიც ქორწინების, როგორც ქალისა და მამაკაცის ერთობის განსაზღვრას ისახავს მიზნად. აღნიშნული საკანონმდებლო ნორმა უკვე არსებობს საქართველოს ორგანულ კანონში და ერთიდაიმავე სქესის პირების ქორწინება ქვეყანაში არ არის ნებადართული. ამავე თემაზე რეფერენდუმის გამართვის ინიციატივით რამდენიმე პოლიტიკური ჯგუფიც გამოდის. ლგბტ ორგანიზაციები აცხადებენ, რომ ქორწინების საკითხი ლგბტ თემში ამჟამად არ არის აქტუალური და ის არჩევნების წინ მანიპულაციის საგანია. უფლებადამცველები მიუთითებენ, რომ წინასაარჩევნოდ გაზრდილი ჰომოფობიის გამო ლგბტ ადამიანების მდგომარეობა უარესდება. "ვისგმა" და ბექა გაბადაძემ „ჯამპსტარტ ჯორჯიასთან“ თანამშრომლობით წინასაარჩევნოდ პოლიტიკური ძალების მიერ გეი ქორწინების თემის და ჰომოფობიური დისკურსის გააქტიურების ვიზუალური ქრონოლოგია შექმნეს, რომელიც მოვლენათა განვითარების შესაბამისად განახლდება.
- Organization: JumpStart Georgia
- Reporter: ნათია ღვინიაშილი (ვისგ)
- Designer: ირაკლი ჭუმბურიძე (ჯამპსტარტ ჯორჯია)
- Developer: ჯეისონ ედდი (ჯამპსტარტ ჯორჯია)
- Language: English, ქართული
- Category: სამართალი, პოლიტიკა, საზოგადოება
- Type: Interactive