feradi.info
  • 2 მოწონება
  • View_icon 6732 ნახვა
საქართველოს გამქრალი გოგონები - ერთი შვილის ყოლის შემთხვევაში, საქართველოში ოჯახების 46% უპირატესობას მიანიჭებდა ვაჟს, ხოლო 9 % - გოგოს. 

თუმცა, თუ მხოლოდ ბიოლოგიურ შემთხვევითობას მიენდობიან, წყვილების 30%-ს ვაჟი არ გაუჩნდებოდა,  შობადობის დონის გათვალისწინებით (1.7 ბავშვი ქალზე, 2010 წ.) 

სტატისტიკური მონაცემები საქართველოში დაბადებისას სქესთა თანაფარდობაზე ადასტურებს ქვეყანაში სქესის შერჩევის მიზნით პრენატალური აბორტების არსებობას: 2008-2012 წლებში ყოველ 100 გოგოზე 112 ბიჭი დაიბადა, მაშინ როცა ნორმა 100 ახალშობილ გოგონაზე 105 ბიჭის დაბადებაა. 


შედეგად, საქართველოში 1990-2010 წლებში დაბადებამდე  25 ათასი გოგონა გაუჩინარდა. 

ასე თუ გაგრძელდა, გაუჩინარებული გოგონების რაოდენობა 2020 წლისთვის იქნება 40 ათასი, 2030 წლისთვის - 60 ათასი, ხოლო 2050 წლისთვის მათი რაოდენობა 80 ათასს მიაღწევს. ამ დროისთვის გამქრალი ქალების რაოდენობა მდედრობითი სქესის მოსახლეობის 4% იქნება.

ინფოგრაფიკა შეიქმნა ანგარიშის „გენდერული ნიშნით სქესის შერჩევა საქართველოში“ (2014) მიხედვით, რომელიც პირველი სისტემატური კვლევაა საქართველოში და რომლის მიზანია დაბადებისას სქესთა შორის დისბალანსის შესახებ არსებული მონაცემების სიღრმისეული განხილვა.
ანგარიში მომზადებულია კრისტოფ ზ. გილმოტოს მიერ, გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) ­­­საქართველოს ოფისის მხარდაჭერით, გაეროს ერთობლივი პროგრამის „გენდერული თანასწორობის ხელშეწყობისთვის საქართველოში“ ფარგლებში.
აღნიშნული პროგრამა ხორციელდება გაეროს სამი სააგენტოს – გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA), გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) და გაეროს ქალთა ორგანიზაციის (UN Women) მიერ შვედეთს მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით. -

ერთი შვილის ყოლის შემთხვევაში, საქართველოში ოჯახების 46% უპირატესობას მიანიჭებდა ვაჟს, ხოლო 9 % - გოგოს.

თუმცა, თუ მხოლოდ ბიოლოგიურ შემთხვევითობას მიენდობიან, წყვილების 30%-ს ვაჟი არ გაუჩნდებოდა, შობადობის დონის გათვალისწინებით (1.7 ბავშვი ქალზე, 2010 წ.)

სტატისტიკური მონაცემები საქართველოში დაბადებისას სქესთა თანაფარდობაზე ადასტურებს ქვეყანაში სქესის შერჩევის მიზნით პრენატალური აბორტების არსებობას: 2008-2012 წლებში ყოველ 100 გოგოზე 112 ბიჭი დაიბადა, მაშინ როცა ნორმა 100 ახალშობილ გოგონაზე 105 ბიჭის დაბადებაა.

შედეგად, საქართველოში 1990-2010 წლებში დაბადებამდე 25 ათასი გოგონა გაუჩინარდა.

ასე თუ გაგრძელდა, გაუჩინარებული გოგონების რაოდენობა 2020 წლისთვის იქნება 40 ათასი, 2030 წლისთვის - 60 ათასი, ხოლო 2050 წლისთვის მათი რაოდენობა 80 ათასს მიაღწევს. ამ დროისთვის გამქრალი ქალების რაოდენობა მდედრობითი სქესის მოსახლეობის 4% იქნება.

ინფოგრაფიკა შეიქმნა ანგარიშის „გენდერული ნიშნით სქესის შერჩევა საქართველოში“ (2014) მიხედვით, რომელიც პირველი სისტემატური კვლევაა საქართველოში და რომლის მიზანია დაბადებისას სქესთა შორის დისბალანსის შესახებ არსებული მონაცემების სიღრმისეული განხილვა.
ანგარიში მომზადებულია კრისტოფ ზ. გილმოტოს მიერ, გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) ­­­საქართველოს ოფისის მხარდაჭერით, გაეროს ერთობლივი პროგრამის „გენდერული თანასწორობის ხელშეწყობისთვის საქართველოში“ ფარგლებში.
აღნიშნული პროგრამა ხორციელდება გაეროს სამი სააგენტოს – გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA), გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) და გაეროს ქალთა ორგანიზაციის (UN Women) მიერ შვედეთს მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით.

ჩასასმელი კოდი:
<
 
>