ცენტრ პოინტი ჯგუფი
- ❤ 5 მოწონება
- 2913 ნახვა
„ცენტრ პოინტი ჯგუფი“ წარმოადგენს 70 სხვადასხვა კომპანიის გაერთიანებას, რომლებიც მონაწილეობდნენ საქართველოში ყველაზე დიდ სამშენებლო სკანდალში. ის დააარსეს ყოფილმა პარლამენტარებმა, ვახტანგ რჩეულიშვილმა და რუსუდან კერვალიშვილმა, რომლებიც ასევე ფლობენ ამ ჯგუფში შემავალ კომპანიებს. დახვეწილი „პირამიდის/პონზის“ სქემის მეშვეობით „ცენტრ პოინტი ჯგუფმა“ დაარწმუნა ათასობით კლიენტი შეესყიდათ ჯერ კიდევ არაშენებული ბინები, შემდეგ კი მათ მიერ მშენებლობაში გადახდილი 310 მილიონი აშშ დოლარი არამიზნობრივად გამოიყენა. შედეგად თითქმის 6,200-მა ოჯახმა (დაახლოებით 30,000 ადამიანი) დაკარგა მათ მიერ გადახდილი თანხები და ასევე ბინები, რომლის უმეტესობაც ჯერ კიდევ აუშენებელი ან დაუსრულებელია.
ინფოგრაფიკაში წარმოდგენილია „ცენტრ პოინტი ჯგუფში“ შემავალი 70-ივე კომპანია და მათი სამი მესაკუთრე: ვახტანგ რჩეულიშვილი, მაია რჩეულიშვილი და რუსუდან კერვალიშვილი. ციფრები აჩვენებს აღნიშნული მესაკუთრეების წილს თითოეულ კომპანიაში 2010 წლის სექტემბრის მდგომარეობით, როცა ამ ქონების მართვა კომპანია „დექსუსმა“ გადაიბარა.
- ორგანიზაცია: საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო
- ჟურნალისტი: ლაშა გოგიძე (საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო)
- დიზაინერი: ირაკლი ჭუმბურიძე (საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო)
- მონაცემთა წყარო:
- მონაცემები: ჩამოტვირთვა
- ენა: English, ქართული
- კატეგორია: ეკონომიკა / ბიზნესი
- ტიპი: ინფოგრაფიკა