იჩქარე, მოკვდე!
16/04/2013
- ❤ 11 მოწონება
- 3840 ნახვა
საქართველოში ავტოსაგზაო შემთხვევების შედეგად ყველაზე მეტი ადამიანი სიჩქარის გადაჭარბების გამო იღუპება. ავარიებისა და გზებზე დაშავებულ-დაღუპულთა რაოდენობა 2012 წელს, წინა წელთან შედარებით, 15%-ზე მეტითაა გაზრდილი. "ჯამპსტარტ ჯორჯიამ" ვიზუალურად გამოსახა 2012 წლის ავტოსაგზაო შემთხვევებისა და გარდაცვლილების პროცენტული გადანაწილება ავარიების გამომწვევ მიზეზებზე.
მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მიხედვით, ევროპისა და პოსტსაბჭოთა სივრცის 50 ქვეყანას შორის, გზებზე სიკვდილიანობის მიხედვით, საქართველოს ერთერთი ყველაზე მაღალი მაჩვენებელი აქვს და 45-ე ადგილს იკავებს. "ჯამპსტარტ ჯორჯიამ" ვიზუალურად გამოსახა 21 ქვეყნის გზებზე სიკვდილიანობის მაჩვენებლებიც.
- ორგანიზაცია: JumpStart Georgia
- ჟურნალისტი: ნინო მაჭარაშვილი (ჯამპსტარტ ჯორჯია)
- დიზაინერი: მარიამ ქობულაძე (ჯამპსტარტ ჯორჯია)
-
მონაცემთა წყარო:
- საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო
- ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია
- მონაცემები: ჩამოტვირთვა
- ენა: English, ქართული
- კატეგორია: მსოფლიო, ჯანმრთელობა / საზოგადოებრივი უსაფრთხოება
- ტიპი: ინფოგრაფიკა