არის თუ არა საქართველო მზად აბორტების ასაკრძალად?
- ❤ 8 მოწონება
- 3894 ნახვა
2013 წლის სააღდგომო ეპისტოლეში საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ მთავრობას აბორტის აკრძალვისკენ მოუწოდა. "ჯამპსტარტ ჯორჯია" დაინტერესდა, რამდენად არის საქართველო მზად, იზრუნოს აბორტის აკრძალვის შემთხვევაში დაბადებულ ბავშვებზე. 2012 წლის აბორტების რაოდენობის, მკვრადშობადობისა და 1 წლამდე გარდაცვალების მონაცემებზე, ასევე, მიუსაფარ ბავშვებზე ზრუნვის სახელმწიფო პროგრამების ბიუჯეტზე დაყრდნობით, "ჯამპსტარტ ჯორჯიამ" გამოიანგარიშა, რა დაუჯდება საქართველოს აბორტის აკრძალვის შემთხვევაში დაბადებული ბავშვების აღზრდა, თუ მშობლები მათზე ზრუნვას სახელმწიფოს ან ეკლესიას მიანდობენ. გამოთვლები უკიდურეს შემთხვევას ასახავს და არ ითვალისწინებს რამდენიმე ფაქტორს, რასაც შეუძლია შეცვალოს აბორტების აკრძალვის შემთხვევაში დაბადებული იმ ბავშვების რაოდენობა, ვისაც სახელმწიფოს ან ეკლესიის მზრუნველობა დასჭირდებოდა.
- ორგანიზაცია: JumpStart Georgia
- ჟურნალისტი: თუთანა კვარაცხელია, ნინო მაჭარაშვილი (ჯამპსტარტ ჯორჯია)
- დიზაინერი: მარიამ ქობულაძე (ჯამპსტარტ ჯორჯია)
-
მონაცემთა წყარო:
- ინტერვიუ ეკა სანებლიძესთან; მეურვეობის, მზრუნველობისა და სოციალური პროგრამების დეპარტამენტის უფროსი, სოციალური მომსახურების სააგენტო
- საქართველოს მთავრობის 2013 წლის 28 მარტის #74 დადგენილება "სოციალური რეაბილიტაციისა და ბავშვზე ზრუნვის 2013 წლის სახელმწიფო პროგრამის" შესახებ
- საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური
- საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო
- საქართველოს საპატრიარქოს სოციალური უზრუნველყოფის დეპარტამენტი
- ნეტგაზეთი
- მონაცემები: ჩამოტვირთვა
- ენა: English, ქართული
- კატეგორია: ეკონომიკა / ბიზნესი, პოლიტიკა, საზოგადოება, გენდერი
- ტიპი: ინფოგრაფიკა