ოჯახის დაგეგმვა - რთული ამოცანა ქართველებისთვის
- ❤ 13 მოწონება
- 4532 ნახვა
2010 წელს ჩატარებულ 3 კვლევაზე დაყრდნობით, "ჯამპსტარტ ჯორჯიამ" გამოიკვლია, რა იციან ქართველმა ქალებმა, კაცებმა და ექიმებმა ოჯახის დაგეგმვისა და კონტრაცეპციის მეთოდების შესახებ. ვიზუალურად გამოსახული შედეგების მიხედვით: ქართველი ქალები არ არიან სრულად ინფორმირებულები კონტრაცეპციის ყველა მეთოდის შესახებ; კაცების 21%-მა არ იცის, კონტრაცეპციის რომელ მეთოდს იყენებს მისი პარტნიორი; ხოლო ექიმების 88.4%-ს სურს, მეტი იცოდეს ოჯახის დაგეგმვის მეთოდების შესახებ.
ინფოგრაფიკა გვიჩვენებს, გამოიყენება თუ არა აბორტი, როგორც ოჯახის დაგეგმვის მეთოდი, საქართველოში. ქალების 69.6% - 73.6%, ვინც არ გეგმავდა ფეხმძიმობას და ბოლო ორსულობა აბორტით დაასრულა, კონტრაცეპციის არცერთ მეთოდს არ იყენებდა.
- ორგანიზაცია: JumpStart Georgia
- ჟურნალისტი: რენატა სკარჯიუტე-კერესელიძე, ნინო მაჭარაშვილი (ჯამპსტარტ ჯორჯია)
- დიზაინერი: ირაკლი ჭუმბურიძე (ჯამპსტარტ ჯორჯია)
- მონაცემთა წყარო:
- მონაცემები: ჩამოტვირთვა
- ენა: English, ქართული
- კატეგორია: განათლება, ჯანმრთელობა / საზოგადოებრივი უსაფრთხოება, ცხოვრების სტილი / კულტურა, საზოგადოება, გენდერი
- ტიპი: ინფოგრაფიკა