feradi.info
  • 0 მოწონება
  • View_icon 1390 ნახვა
აივ ინფექცია და ნარკოტიკების მოხმარება -  - აივ ინფიცირებულ ქალთა 70% ნარკოტიკების ინექციური მომხმარებლის სქესობრივი პარტნიორია. 
ნიანგი, კროკოდილი, ნარკოტიკები, საქართველო, ნარკომანია, წამალდამოკიდებულება, ნარკოპოლიტიკა, , ბიო, ბიონარკოტიკი, ჯეფი, ვინტი
რეპრესიული ნარკოპოლიტიკა ხელს უწყობს ინფექციური დაავადებების გავრცელებას, რაც სახელმწიფოს საბოლოო ჯამში უფრო ძვირი უჯდება, ვიდრე წამალდამოკიდებულების პრობლემის მკურნალობით მოგვარება. ნარკომომხმარებელთა დასჯა, ასევე, არ ეთანხმება ევროკავშირის ნარკოპოლიტიკას.

საქართველოს ახლანდელი ნარკოპოლიტიკა დასჯაზეა ორიენტირებული და არ მუშაობს: ნარკოტიკების მოხმარებასთან დაკავშირებული სასჯელის შემდეგ, წამალდამოკიდებულთა 100% ნარკოტიკების მოხმარებას უბრუნდება 11 თვეში; 2013 წლის 6 თვეში, წინა წლის იმავე პერიოდთან შედარებით, 80%-ით გაიზარდა ნარკოტიკების უკანონო მოხმარებისა და ფლობისთვის დაკავებულთა რაოდენობა; ხოლო საზოგადოებრივი გაერთიანება ბემონის შეფასებით, 2009-2012 წლებში პრობლემურ ნარკოტიკების მომხმარებელთა რაოდენობა 12.5%-ით გაიზარდა.
კიდევ რა ზიანი შეიძლება მოჰქონდეს საქართველოს მოქმედ, დასჯაზე ორიენტირებულ ნარკოპოლიტიკას? 
რა უნდა შეიცვალოს, რომ ქვეყნის ნარკოპოლიტიკა იყოს უფრო ეფექტური და ზიანზე მეტი სარგებელი მოიტანოს?
ჩასასმელი კოდი:
<
 
>