ქართული გვარ-სახელები
- ❤ 23 მოწონება
- 12605 ნახვა
2012 წლის აგვისტოში ცესკოს მიერ შედგენილი საარჩევნო სიის გამოყენებით, "ჯამპსტარტ ჯორჯიამ" საქართველოში ყველაზე გავრცელებული გვარებისა და სახელების სია შეადგინა. ასევე, დაითვალა მონაცემთა ბაზაში არსებული უნიკალური სახელები და გვარები და ზოგიერთი მათგანი ინფოგრაფიკაზეც გამოსახა.
რეალურთან მაქსიმალურად მიახლოებული შედეგების მისაღებად, "ჯამპსტარტ ჯორჯიამ" შეკრიბა საარჩევნო სიის მონაცემთა ბაზაში სხვადასხვა სახით შეყვანილი ერთი და იგივე სახელები და გვარები, მაგალითად, "მარიამ" და "მარიამი", ასევე, "მამედოვ", "მამედოვა" და "მამედოვი". თუმცა, სხვა შემთხვევებში, "ჯამპსტარტ ჯორჯიას" არ შეუცვლია ცესკოს მიერ მოწოდებული მონაცემები და, გასათვალისწინებელია, რომ სიაში სახელებისა და გვარების შეყვანისას დაშვებულ შესაძლო მექანიკურ შეცდომებს გავლენა ექნება ინფოგრაფიკაზე წარმოდგენილ რიცხვებზე.
- ორგანიზაცია: JumpStart Georgia
- ჟურნალისტი: ნინო მაჭარაშვილი (ჯამპსტარტ ჯორჯია)
- დიზაინერი: ირაკლი ჭუმბურიძე (ჯამპსტარტ ჯორჯია)
-
მონაცემთა წყარო:
- 2012 წლის ამომრჩეველთა სია, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია
- მონაცემები: ჩამოტვირთვა
- ენა: English, ქართული
- კატეგორია: საზოგადოება, გენდერი
- ტიპი: ინფოგრაფიკა