feradi.info

„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ 2000 წლის 7 მაისს დაარსდა, როგორც ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაცია, რომლის მიზანია გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების ხელშეწყობით საქართველოში კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ გახლავთ საერთაშორისო გამჭვირვალობის ეროვნული ბიურო. თავის მხრივ, საერთაშორისო გამჭვირვალობა წარმოადგენს ერთადერთ საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციას, რომელიც იბრძვის მსოფლიოში კორუფციის წინააღმდეგ. ის ერთ გლობალურ კოალიციაში უყრის თავს სამოქალაქო საზოგადოებას, ბიზნესსა და მთავრობებს. საერთაშორისო გამჭვირვალობა საკუთარი საერთაშორისო სამდივნოს და 90–ზე მეტი დამოუკიდებელი ეროვნული ბიუროების მეშვეობით მოღვაწეობს სადგილობრივ, ეროვნულ და საერთაშორისო დონეზე.