ლიბერალი
"ლიბერალი" საზოგადოებრივ-პოლიტიკური ბეჭდური და ონლაინ გამოცემაა. ჟურნალ “ლიბერალის” პირველი ნომერი 2009 წელს, ფონდ “ღია საზოგადოება - საქართველოს” ფინანსური მხარდაჭერით გამოვიდა.
“ლიბერალი” მკითხველს სთავაზობს ფაქტებზე დაყრდნობილ, სიღრმისეულ რეპორტაჟებს, ანალიტიკურ სტატიებს, ჟურნალისტურ გამოძიებებსა და განსხვავებულ თვალსაზრისებს მიმდინარე მოვლენებსა თუ პრობლემებზე.
"დამოუკიდებელი და მამაცი ჟურნალისტიკისათვის, ისევე როგორც ლიბერალური ღირებულებების დამკვიდრების მცდელობისათვის", 2010 წელს "ლიბერალს" მიღებული აქვს "ცაიტის ფონდის" და ფონდი "თავისუფალი სიტყვის" ერთობლივი ჯილდო. ასევე, სხვადასხვა სტატიებისათვის, ჟურნალს არაერთი ჯილდო აქვს მიღებული ადგილობრივი საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციებისაგან.