საქმიანობაც უნდა იყოს გამჭვირვალე!
- ❤ 8 Հավանություններ
- 2632 Դիտումներ
შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, 2013 წელს, წინა წელთან შედარებით, დანაშაულის რაოდენობამ იკლო, დანაშაულის გახსნის მაჩვენებელი კი გაიზარდა. სამინისტრომ რეგისტრირებული და გახსნილი დანაშაულის სტატისტიკა დაჯამებული სახით გამოაქვეყნა, რაც არ გვაძლევს საშუალებას, გავიგოთ, ზუსტად რას ნიშნავს დანაშაულის კლება: რა ტიპის დანაშაულმა იკლო ან იმატა, სად შემცირდა ან გაიზარდა დანაშაულის რაოდენობა? რამდენად მძიმეა ჩადენილი დანაშაული? ვინ ჩაიდინა იგი - რომელი ასაკობრივი ჯგუფის წარმომადგენლებმა? რა ტიპის დანაშაული გახსნა შინაგან საქმეთა სამინისტრომ და ა.შ.
ამ კითხვებზე პასუხის გასაცემად “ჯამპსტარტ ჯორჯიამ” სამინისტროსგან დანაშაულის დეტალური სტატისტიკა გამოითხოვა.
"ჯამპსტარტ ჯორჯიამ" შინაგან საქმეთა სამინისტროსგან პასუხი მოთხოვნის გაგზავნიდან 27 სამუშაო დღეში მიიღო. მიღებული ინფორმაცია არასრულია და არ შეესაბამება მოთხოვნას.
“ჯამპსტარტ ჯორჯია” შინაგან საქმეთა სამინისტროს სთხოვს, საკუთარ ოფიციალურ ვებვერდზე (police.ge) ელექტრონულ ფორმატში (exl, cvs, xml) გამოაქვეყნოს დანაშაულის დეტალური სტატისტიკა, რათა საზოგადოებამ უკეთ გაიგოს, როგორია კრიმინოგენული ვითარება საქართველოში!
თუ თქვენც იზიარებთ ჩვენს მოთხოვნას, გთხოვთ, ხელი მოაწეროთ პეტიციას.
- Կազմակերպություն: JumpStart Georgia
- Թղթակից: ნინო მაჭარაშვილი (ჯამპსტარტ ჯორჯია)
- Ձևավորող: ირაკლი ჭუმბურიძე (ჯამპსტარტ ჯორჯია)
- Տվյալների աղբյուր:
- Լեզու: English, ქართული
- Կատեգորիա: ჯანმრთელობა / საზოგადოებრივი უსაფრთხოება, საზოგადოება
- Տիպ: Ինֆոգրաֆիկա