feradi.info
07/21/2015
  • 2 Հավանություններ
  • View_icon 6095 Դիտումներ
შესასრულებელი მისია: უვიზო ევროპა საქართველოსთვის - საქართველომ ევროკავშირთან სავიზო რეჟიმის გამარტივებისა და რეადმისიის შესახებ ხელშეკრულებას ხელი 2010 წელს მოაწერა. 2013 წლის 25 თებერვალს მას ოფიციალურად გადმოეცა სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმა (VLAP), რომელიც ორი ფაზისგან შედგება: კანონმდებლობის დახვეწა და მისი განხორციელება. 2015 წლის 8 მაისს ევროკომისიამ გამოაქვეყნა მესამე ანგარიში სამოქმედო გეგმის განხორციელების შესახებ, რომლის თანახმადაც, პროგრამით განსაზღვრული ოთხი მიმართულებით საქართველომ 15 პუნქტიდან 7 სრულად შეასრულა. 

ვიზუალიზაციაში ნაჩვენებია ევროკავშირის ქვეყნებთან უვიზო მიმოსვლის შემოღების ძირითადი ეტაპები და აღმოსავლეთ პარტნიორობის ექვსი ქვეყნის პროგრესი.
 - ევროკავშირის ქვეყნებთან უვიზო მიმოსვლის შემოღება ხანგრძლივი პროცესია, მისი დაყოფა შვიდ ძირითად ეტაპად შეიძლება. აღმოსავლეთ პარტნიორობის ექვსი ქვეყნიდან მხოლოდ მოლდოვას აქვს უვიზო რეჟიმი ევროკავშირთან (2014), რომელსაც შვიდი წელი დასჭირდა ყველა ეტაპის დასრულებისთვის, 2007 წელს სავიზო რეჟიმის გამარტივებისა და რეადმისიის შესახებ შეთანხმების ხელის მოწერის შემდეგ.  შედარებისთვის, საქართველომ იმავე დოკუმენტს ხელი 2010 წლის ივლისში მოაწერა. 

მოლაპარაკებების წამოწყება სავიზო რეჟიმის გამარტივებისა და რეადმისიის ხელშეკრულების შესახებ. 
სავიზო რეჟიმის გამარტივებისა და რეადმისიის ხელშეკრულება - ევროკავშირის  არაწევრი ქვეყნების გარკვეული კატეგორიის მოქალაქეებისთვის  ამარტივებს ვიზის მიღებას; ამცირებს ან აუქმებს ვიზის საფასურს, ასევე, აწესებს უვიზო მიმოსვლას დიპლომატებისათვის. 

სავიზო დიალოგი - ევროკავშირსა და არაწევრ ქვეყანას შორის თანამშრომლობის ეტაპი, რომლის საბოლოო მიზანიც სავიზო რეჟიმის გამარტივება და გაუქმებაა.  
ვიზის ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმა (აბრევიატურა დარჩეს) -  სავიზო დიალოგის ინსტრუმენტი, რომელიც ნათლად განსაზღვრავს, თუ რა ნაბიჯები უნდა გადაიდგას და რა მოთხოვნები უნდა დაკმაყოფილდეს არაწევრი ქვეყნის მიერ სავიზო რეჟიმის გამარტივებისთვის. 



სამოქმედო გეგმის შესრულების შემდეგ ევროკომისია რეკომენდაციით მიმართავს მინისტრთა საბჭოსა და ევროპის პარლამენტს, კენჭი უყაროს საბჭოს რეგულაციაში ცვლილების შეტანის საკითხს.

ევროპარლამენტი კენჭს უყრის ცვლილებას (საჭიროა სულ მცირე 376 მომხრე 751 წევრიდან) და  ევროკავშირის მინისტრთა საბჭოს უგზავნის კენჭისყრისთვის.

 მინისტრთა საბჭო კენჭს უყრის ცვლილებას (საჭიროა სულ მცირე 228 მომხრე 309 წევრიდან).

გადაწყვეტილება იბეჭდება ევროკავშირის ოფიციალურ ჟურნალში და გამოქვეყნებიდან მე-20 დღეს შედის ძალაში.
აღმოსავლეთ პარტნიორობის სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის ინდექსი არის სავიზო რეჟიმის გამარტივების/ლიბერალიზაციის პროცესის დამოუკიდებელი შეფასება. ინდექსი ასახავს აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების პროგრესს უვიზო ევროპისკენ მიმავალ გზაზე. პროგრესი ფასდება10-ბალიან შკალაზე.

საქართველომ ევროკავშირთან სავიზო რეჟიმის გამარტივებისა და რეადმისიის შესახებ ხელშეკრულებას ხელი 2010 წელს მოაწერა. 2013 წლის 25 თებერვალს მას ოფიციალურად გადმოეცა სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმა (VLAP), რომელიც ორი ფაზისგან შედგება: კანონმდებლობის დახვეწა და მისი განხორციელება. 2015 წლის 8 მაისს ევროკომისიამ გამოაქვეყნა მესამე ანგარიში სამოქმედო გეგმის განხორციელების შესახებ, რომლის თანახმადაც, პროგრამით განსაზღვრული ოთხი მიმართულებით საქართველომ 15 პუნქტიდან 7 სრულად შეასრულა.

ვიზუალიზაციაში ნაჩვენებია ევროკავშირის ქვეყნებთან უვიზო მიმოსვლის შემოღების ძირითადი ეტაპები და აღმოსავლეთ პარტნიორობის ექვსი ქვეყნის პროგრესი.

Կցել:
<
 
>