feradi.info
02/26/2015
  • 2 Հավանություններ
  • View_icon 2438 Դիտումներ
ეთნიკური უმცირესობები სამხრეთ კავკასიაში - "ჯამპსტარტ ჯორჯიამ" ვიზუალურად გამოსახა სამხრეთ კავკასიაში ეთნიკური უმცირესობების მიმართ დამოკიდებულებები. რეგიონში საქართველო ეთნიკურად ყველაზე მრავალფეროვანი ქვეყანაა, ეთნიკური უმცირესობები აქ მოსახლეობის 16%-ს შეადგენს. ვიზუალიზაციაში ნაჩვენებია დამოკიდებულებები ეთნიკური უმცირესობების მიმართ, ასევე, მათი შესაძლო გამომწვევი მიზეზები. 

ვიზუალიზაციაში, ასევე, წარმოდგენილია ციტატები ინტერვიუდან, რომელიც "ჯამპსტარტ ჯორჯიამ" აღმოსავლეთ პარტნიორობის უმცირესობათა ქსელის პროგრამის კოორდინატორთან, ქალბატონ შორენა კობაიძესთან ჩაწერა 2015 წლის იანვარში. - სამხრეთ კავკასიის რეგიონში საქართველო  ეთნიკურად ყველაზე მრავალფეროვანი ქვეყანაა, ეთნიკური უმცირესობები აქ მოსახლეობის 16%-ს შეადგენს.		
	
ეს რიცხვი შესაძლოა არ იყოს ზუსტი, რადგან სომხურს თემს აზერბაიჯანში ეშინია საკუთარი იდენტობის გამოვლენა. 			
			
 ქვეყანაში ეთნიკური უმცირესობების პროცენტული წილის ზრდასთან ერთად იზრდება იმ ადამიანთა პროცენტული წილი, ვინც ეთანხმება მოსაზრებას, რომ ეთნიკური უმცირესობები:									
									
იწვევენ არასტაბილურობას ქვეყანაში			სომხეთი		"სომხეთში და აზერბაიჯანში ეთნიკური უმცირესობები არ შეადგენენ რომელიმე რეგიონის უმრავლესობას, რის გამოც ისინი არ აღიქმებიან, როგორც ცალკე მდგომი ჯგუფი."				
			აზერბაიჯანი						
			საქართველო						
									
									
ზრდიან უმუშევრობის დონეს ქვეყანაში			სომხეთი		"ეთნიკური უმცირესობების უფლებების დამცველი ორგანიზაციების არსებობა ხშირად უსამართლობის განცდას იწვევს უმრავლესობაში, რომელიც თვლის, რომ მათი უფლებები არათანაბრად არის დაცული." 				
			აზერბაიჯანი						
			საქართველო						
									
									
იმ ადამიანების პროცენტული წილი კი, ვინც მიიჩნევს, რომ ეთნიკური უმცირესობები ამდიდრებენ ქვეყნის კულტურას, მცირდება. 			სომხეთი		"სომხეთში და აზერბაიჯანში ეთნიკური უმცირესობების რიცხვი უფრო მცირეა, ვიდრე საქართველოში, ასევე, მცირეა ის პრობლემები, რომლებსაც ეს ჯგუფი ხვდება. სწორედ ამიტომ, უმრავლესობამ, ხშირ შემთხვევაში, არ იცის მათი არსებობის შესახებ."				
			აზერბაიჯანი						
			საქართველო						
									
									
									
ბიზნესის წარმოებისადმი დამოკიდებულება									
			დადებითი	უარყოფითი	უარი პასუხზე				
ქართველების დამოკიდებულება									
სომხების მიმართ		საქართველოში				"საქართველოში სომხები და აზერბაიჯანელები მშვიდობიანად თანაცხოვრობენ. სანამ ერთმანეთისადმი დამოკიდებულება არ არის გამოწვეული ქვეყნის შიგნით მიმდინარე პროცესებით, ერთერთ ყველაზე მნიშვნელოვან ფაქტორად რჩება მათი ისტორიული წარსული და ის, რომ ეთნიკური უმცირესობების დიდი ნაწილი ამჯობინებს, ინფორმაცია მიიღოს ქვეყნის გარეთ არსებული მედია საშუალებებისგან."			
აზერბაიჯანელების მიმართ									
									
									
სომხების დამოკიდებულება აზერბაიჯანელების მიმართ				საქართველოში					
				სომხეთში					
									
									
აზერბაიჯანელების დამოკიდებულება სომხების მიმართ				საქართველოში					
				აზერბაიჯანში					
									
წყარო: CRRC, 2013									
									
									
სატელევიზიო არხები, რომლებსაც ეთნიკური უმცირესობები უყურებენ					ქართული წარმოშობის				
					უცხოური წარმოშობის				
									
ეთნიკური სომხები			ეთნიკური აზერბაიჯანელები						
									
	საზობადოებრივი მაუწყებელი								
	რუსთავი 2								
	მზე								
	აჭარის არხი								
	ქართული რეგიონული ტელეარხები								
	რუსული ტელეარხები								
	აზერბაიჯანული ტელეარხები								
	თურქული ტელეარხები								
	სომხური ტელეარხები

"ჯამპსტარტ ჯორჯიამ" ვიზუალურად გამოსახა სამხრეთ კავკასიაში ეთნიკური უმცირესობების მიმართ დამოკიდებულებები. რეგიონში საქართველო ეთნიკურად ყველაზე მრავალფეროვანი ქვეყანაა, ეთნიკური უმცირესობები აქ მოსახლეობის 16%-ს შეადგენს. ვიზუალიზაციაში ნაჩვენებია დამოკიდებულებები ეთნიკური უმცირესობების მიმართ, ასევე, მათი შესაძლო გამომწვევი მიზეზები.

ვიზუალიზაციაში, ასევე, წარმოდგენილია ციტატები ინტერვიუდან, რომელიც "ჯამპსტარტ ჯორჯიამ" აღმოსავლეთ პარტნიორობის უმცირესობათა ქსელის პროგრამის კოორდინატორთან, ქალბატონ შორენა კობაიძესთან ჩაწერა 2015 წლის იანვარში.

Կցել:
<
 
>