საქართველოში
- ❤ 14 Հավանություններ
- 8663 Դիտումներ
ლგბ დისკრიმინაციის კვლევის თანახმად, რომელიც საქართველოში 2012 წელს ჩატარდა, ლესბოსელი, გეი და ბისექსუალი ადამიანების 89% გამხდარა ფსიქოლოგიური ძალადობის მსხვერპლი ერთხელ მაინც ბოლო 2 წლის განმავლობაში, 87% იძულებულია, მოატყუოს მამა და/ან ძმა, ხოლო 65% ვერ გამოხატავს თავის ნამდვილ გრძნობებს დედასთან. მიუხედავად იმისა, რომ ყოველი მესამე რესპონდენტი გამხდარა ფიზიკური ძალადობის მსხვერპლი ერთხელ მაინც ბოლო 2 წლის განმავლობაში, მათგან 73% არ მიმართავს პოლიციას დასახმარებლად.
კვლევაში მონაწილეობა ლგბ ჯგუფის 150-მა წარმომადგენელმა მიიღო. მიუხედავად იმისა, რომ კვლევის მასშტაბი არ გვაძლევს საშუალებას, შედეგები მთელ ქვეყანაზე განვაზოგადოთ, ეს ამ დროისთვის საქართველოში ამ საკითხზე ჩატარებული ერთადერთი კვლევაა და საკმარის ინფორმაციას გვაძლევს იმისთვის, რომ გავიგოთ, როგორ ცხოვრობენ ლგბ ჯგუფის წარმომადგენლები საქართველოში.
- Կազմակերպություն: JumpStart Georgia
- Թղթակից: ჯეისონ ედი, ნინო მაჭარაშვილი (ჯამპსტარტ ჯორჯია)
- Ձևավորող: მარიამ ქობულაძე (ჯამპსტარტ ჯორჯია)
- Տվյալների աղբյուր:
- Տվյալների բազա: Բեռնել
- Լեզու: English, ქართული
- Կատեգորիա: საზოგადოება, გენდერი
- Տիպ: Ինֆոգրաֆիկա