feradi.info
04/24/2014
  • 1 Likes
  • View_icon 2198 Views
სქესობრივი განათლება საქართველოში  -  - საქართველოს მოსახლეობის 83%-ს, სანამ 18 წლის გახდებოდნენ, უსაფრთხო სქესობრივი ცხოვრების წესების შესახებ მშობლები არ ესაუბრებოდნენ.
18 წლამდე სქესობრივი კავშირის გამოცდილება კაცების 69%-ს  და ქალების 16%-ს აქვს.

2013 წელს სოციალური კვლევისა და ანალიზის ინსტიტუტმა, გაეროს მოსახლეობის ფონდის მხარდაჭერით ჩაატარა გამოკითხვა, რომლის მიზანი საქართველოში გენდერული თანასწორობის მიმართ კაცების დამოკიდებულებების და მათი საოჯახო საქმეებში და ბავშვის აღზრდაში ჩართულობის გამოვლენა იყო.
აღნიშნული კვლევა ჩატარდა გაეროს ერთობლივი პროგრამის „გენდერული თანასწორობის ხელშეწყობისთვის საქართველოში" ფარგლებში, რომელიც ხორციელდება შვედეთის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (Sida) მხარდაჭერით, გაეროს მოსახლოების ფონდის (UNFPA), გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP), და გაეროს ქალთა ფონდის (UN Women) მიერ.
ჯამპსტარტ ჯორჯიამ ვიზუალურად გამოსახა კვლევის შედეგები, რომელიც გამოხატავს საქართველოში არსებულ მოსაზრებებს რეპროდუქციული ჯანმრთელობისა და ოჯახური ურთიერთობების შესახებ.

სექსი
Embed:
<
 
>