საიდან შემოდის ყველაზე მეტი ფულადი გზავნილი საქართველოში?
07/27/2015
- ❤ 3 Likes
- 2671 Views
2015 წლის პირველ ნახევარში საქართველოს ფულადი გზავნილების 53% რუსეთიდან და საბერძნეთიდან შემოვიდა. ბოლო პერიოდში ორივე ქვეყანაში არსებულმა ფინანსურმა კრიზისმა გავლენა მოახდინა საქართველოში ფულადი გზავნილების მოცულობაზე: 2014 წელთან შედარებით, 2015 წლის იანვარი-ივნისის პერიოდში რუსეთიდან ელექტრონული ანგარიშსწორების საშუალებებით (Western Union, Money Gram, Anelik, Unistream და სხვ.) გამოგზავნილი ფულის მოცულობა 41%-ით შემცირდა, ხოლო საბერძნეთიდან - 19%-ით. ინფოგრაფიკაში ნაჩვენებია, საქართველოს ეროვნული ბანკის მონაცემების მიხედვით, საიდან შემოდის ყველაზე მეტი ფულადი გზავნილი საქართველოში და როგორ იცვლებოდა ფულადი გზავნილების მოცულობა წლების განმავლობაში.
- Organization: JumpStart Georgia
- Reporter: მარიამ გამხარაშვილი (ჯამპსტარტ ჯორჯია)
- Designer: ირაკლი ჭუმბურიძე (ჯამპსტარტ ჯორჯია)
- Data Source:
- Language: English, ქართული
- Category: ეკონომიკა / ბიზნესი, მსოფლიო
- Type: Infographic