feradi.info
06/01/2014
  • 5 Likes
  • View_icon 2896 Views
იცნობთ თქვენს კანდიდატს? - თბილისის მერის არჩევნები რამდენიმე კვირაშია, თუმცა რამდენად იცნობენ თბილისელები თავიანთ კანდიდატებს? 
ვიზუალიზაციაზე წარმოდგენილია რამდენიმე საინტერესო და უცნაური ფაქტი ძირითადი კანდიდატების შესახებ.  - იცნობთ თქვენს კანდიდატს?
დავით ნარმანია

მისი მინისტრობისას 2013 წელს ინფრასტრუქტურის განვითარებაზე 800 მილიონი ლარი დაიხარჯა, წინა წელთან შედარებით, 130 მილიონი ლარით მეტი. 

აქვს დოქტორის ხარისხი ეკონომიკაში და არის პროფესორი თსუ-ში.

მისი დაპირებაა მილიონი ხის დარგვა თბილისში. 
 ნიკოლოზ მელია

2013 წელს ბრალი დასდეს აღსრულების ბიუროს ხელმძღვანელობისას „ბანკ ქართუსთან“ დაკავშირებულ საქმეზე უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში, რასაც უარყოფს. 

ხულიგნობის მუხლით ბრალი წარედგინა 2013 წლის მაისში რესტორან “ლა ტრუფეში” მომხდარ ჩხუბთან დაკავშირებით. 

ის მეტროთი და ავტობუსით მგზავრობის საფასურის 50-იდან 20 თეთრამდე შემცირებას აპირებს. 


დიმიტრი ლორთქიფანიძე 

ჰყავს 8 შვილი და ელოდება მე-9-ს. 

აღიზიანებს საყურიანი ბიჭები

მისი მთავარი პრიორიტეტი იქნება თბილისის ავარიული სახლების რეკონსტრუქცია, კეთილმოწყობა და რესტავრაცია. 
 ასმათ ტყაბლაზე

არის მსახიობი და არ აქვს პოლიტიკური გამოცდილება. 

2001 წელს ვაკის დეპუტატობაზე იყრიდა კენჭს, თუმცა არჩევნებში მიხეილ სააკაშვილთან წააგო. 
 
სურს, აღადგინოს ცენტრალური გათბობის სისტემა, რაც არსებობდა საბჭოთა კავშირის დროს.

თბილისის მერის არჩევნები რამდენიმე კვირაშია, თუმცა რამდენად იცნობენ თბილისელები თავიანთ კანდიდატებს?
ვიზუალიზაციაზე წარმოდგენილია რამდენიმე საინტერესო და უცნაური ფაქტი ძირითადი კანდიდატების შესახებ.

Embed:
<
 
>