feradi.info
04/06/2016
  • 3 Likes
  • View_icon 2412 Views
რითი კვდებიან საქართველოში?  - საქართველოში სიკვდილიანობის 40% გამოწვეულია გულ-სისხლძარღვთა დაავადებებით. მიუხედავად იმისა, რომ ამ დაავადებებით გამოწვეული გარდაცვალებების შემთხვევების 80%-ის თავიდან არიდება შესაძლებელია, ბევრი ადამიანი არ მიმართავს პრევენციის მარტივ გზებს, როგორებიცაა: ჯანსაღი კვება, თამბაქოზე უარის თქმა, რეგულარული ფიზიკური აქტივობა და ალკოჰოლის ზომიერი მოხმარება. - რითი კვდებიან საქართველოში? 

ჩარტი 1: სიკვდილიანობის მიზეზები, 2014 წ. 
ჩარტი 2: დაავადებები გულ-სისხლძარღვთა კლასიდან, 2014 წ. 



სიკვდილიანობის 42% გამოწვეულია გულსისხლძარღვთა დაავადებებით. 
არტერიული ჰიპერტენზია კარდიო–ვასკულურ დაავადებათა ძირითადი რისკის ფაქტორია.  

მოსახლეობის მესამედზე მეტს აქვს მომატებული არტერიული წნევა და მათგან ნახევარზე მეტი არ მკურნალობს.  

გულ–სისხლძარღვთა დაავადებებით  ადრეული სიკვდილობის 80%-ის თავიდან არიდება შესაძლებელია. 

ჯანსაღი კვება, თამბაქოზე უარის თქმა, რეგულარული ფიზიკური აქტივობა, ალკოჰოლის ზომიერი მოხმარება - ეფექტური პრევენციის გასაღები.

ბალანსირებული კვებით შესაძლებელია ჯანმრთელი გულისა და სისხლის მიმოქცევის სისტემის შენარჩუნება.
კვების რაციონში რეკომენდირებულია მარცვლეული პროდუქტების,ხილის და ბოსტნეულის, მჭლე ხორცის, თევზის–სიჭარბე, მარილის, შაქრისა და ცხიმის შეზღუდვა.
30 წუთი რეგულარული ფიზიკური აქტივობა, ყოველდღიურად დაგეხმარებათ შეინარჩუნოთ ჯანმრთელი გული,ხოლო 60 წუთი რეგულარული ვარჯიშისა, კვირის უმეტეს დღეებში –არის გარანტია–მიაღწიოთ და შეინარჩუნოთ ჯანსაღი წონა.
გულის დაავადებათა და ინსულტის რისკი იწყებს შემცირებას მაშინვე, როგორც პიროვნება უარს იტყვის თამბაქოს მოხმარებაზე, ხოლო 1 წლის შემდეგ ფაქტიურად ეს რისკი ნახევრდება.












თუ თქვენ პერიოდულად გივლინდებათ  შემდეგი სიმპტომები, მიმართეთ ექიმს:
ძლიერი თავბრუსხვევა და წონასწორობის დარღვევა
უცებ განვითარებული  დაღლილობის შეგრძნება
აჩქარებული გულისცემა (100 და მეტი დარტყმა წუთში)
არარეგულარული გულისცემა
ტკივილი გულმკერდის მიდამოში ან დისკომფორტი ფიზიკური დატვირთვისას, რომელიც იხსნება დასვენების შემდეგ
სუნთქვის გაძნელება ფიზიკური დატვირთვისას და მოსვენებით მდგომარეობაში
ძილის დარღვევები
ინსულტის მაღალი რისკის პაციენტებსა და მათ ოჯახს წევრებს უნდა მიეწოდოთ ინფორმაცია ინსულტის სავარაუდო სიმპტომების შესახებ, რათა მათი გამოვლენისთანავე  მათ დაუყოვნებლივ მიმართონ სამედიცინო დაწესებულებას ან გამოიძახონ სასწრაფო დახმარების ბრიგადა.
გულის შეტევა უხშირესად ვითარდება უეცრად, მაგრამ არა ყოველთვის და გარკვეულ შემთხვევებში, ამ ინციდენტს  წინ უსწრებს:
შეტევითი ხასიათის ტკივილი, წვა  ან ზეწოლა მკერდის ძვლის უკან
ტკივილი ,რომელიც ვრცელდება და/ან ირადირებს ზურგში, კისერში, ყბებში ან მხარში
 გულისრევა, ცივი ოფლი
სწრაფი  და/ან არარეგულარული გულისცემა
ქალებში ტიპური იშემიური ხასიათის ტკივილი გულმკერდში შედარებით იშვიათია. ქალებში ამ მხრივ საყურადღებო სიმპტომებს მიეკუთვნება:
ქოშინი
გულისრევა/პირღებინება
ტკივილი ზურგში ან ყბებში
უეცრად განვითარებული დაღლილობის ან სისუსტის შეგრძნება
ხველა
შფოთვა
წყარო: საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური, 2016 
             დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი

საქართველოში სიკვდილიანობის 40% გამოწვეულია გულ-სისხლძარღვთა დაავადებებით. მიუხედავად იმისა, რომ ამ დაავადებებით გამოწვეული გარდაცვალებების შემთხვევების 80%-ის თავიდან არიდება შესაძლებელია, ბევრი ადამიანი არ მიმართავს პრევენციის მარტივ გზებს, როგორებიცაა: ჯანსაღი კვება, თამბაქოზე უარის თქმა, რეგულარული ფიზიკური აქტივობა და ალკოჰოლის ზომიერი მოხმარება.

Embed:
<
 
>