ჯანდაცვის პროგრამების ბიუჯეტი: 2012-2016
- ❤ 10 Likes
- 2911 Views
2012 წლიდან საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტი პროგრამულ დაგეგმარებაზე გადავიდა. გამოიყო 12 პრიორიტეტი და ბიუჯეტის თანხები მათში შემავალ პროგრამებზე გადანაწილდა. ჯანდაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის პრიორიტეტი სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსებას 8 სხვადასხვა პროგრამისთვის იღებს (2013 წლიდან ცენტრალური რეფერალური ლაბორატორიის პროგრამას ლუგარის კვლევითი ცენტრის პროგრამის სახელი დაერქვა).
ინფოგრაფიკაში წარმოდგენილია 2012-2016 წლების ჯანდაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის პრიორიტეტის სახელმწიფო ბიუჯეტის პროცენტული და თანხობრივი განაწილება პრიორიტეტში შემავალ პროგრამებზე. ინფოგრაფიკაში წარმოდგენილი რიცხვები აღებულია საქართველოს პარლამენტისათვის 2011 და 2012 წლების ბოლოს წარდგენილი ბიუჯეტის კანონპროექტებიდან და არ ასახავს ბიუჯეტის დოკუმენტში მოგვიანებით შესულ ცვლილებებს.
- Organization: JumpStart Georgia
- Reporter: ნინო მაჭარაშვილი (ჯამპსტარტ ჯორჯია)
- Designer: ირაკლი ჭუმბურიძე (ჯამპსტარტ ჯორჯია)
- Data Source:
- Data Set: Download
- Language: English, ქართული
- Category: ეკონომიკა / ბიზნესი, ჯანმრთელობა / საზოგადოებრივი უსაფრთხოება, პოლიტიკა
- Type: Infographic