როცა ძრავა ჩართულია
- ❤ 11 Likes
- 4191 Views
საქართველოში ჰაერის დაბინძურების 71% გამოწვეულია ავტოსატრანსპორტო საშუალებებიდან გამონაბოლქვით. დაბინძურების ძირითად მიზეზებს შორისაა მანქანების ტექნიკური გაუმართაობა - მსუბუქ ავტომობილებს, რაც მთლიანი ტრანსპორტის 80%-ს შეადგენს - 2004 წლიდან არ ევალებათ ტექნიკური დათვალიერების გავლა; ავტოპარკი მოძველებულია - მანქანების 73% 15-ზე მეტი წლისაა, მათ უმეტესობას არ გააჩნია კატალიზური გარდამქმნელი (კონვერტერი), რაც თითოეული მანქანიდან მავნე გამონაბოლქვის რაოდენობას 10-ჯერ ზრდის. საქართველოში საწვავის ხარისხის სტანდარტი არ შეესაბამება ევროპულ ნორმას, სახელმწიფოს კი ხარისხის კონტოლის მექანიზმი არ გააჩნია. პრობლემურია საგზაო ინფრასტრუქტურის - შუქნიშნების, ხიდებისა და გვირაბების მოწყობაც, რაც ქალაქში მოძრაობის განტვირთვას ვერ უზრუნველყოფს. გამონაბოლქვის 20%-მდე შემცირების ერთერთი საშუალება ეკო-მართვის წესების დაცვაა.
- Organization: JumpStart Georgia
- Reporter: თუთანა კვარაცხელია (ჯამპსტარტ ჯორჯია)
- Designer: ირაკლი ჭუმბურიძე (ჯამპსტარტ ჯორჯია)
-
Data Source:
- "ინტერვიუ ნოე მეგრელიშვილთან - საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს ატმოსფერული ჰაერის დაცვის დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი. 2013, ივნისი "
- საქართველოში სატრანსპორტო საშუალებებიდან გარემოს დაბინძურების შემცირების ხელშემწყობი ღონისძიებების შესახებ 2013-2016 წლების სახელმწიფო პროგრამა
- ავტოტრანსპორტი, შსს, 2013
- Ecodrive.org
- Leaseplan.sk
- Beforeitsnews.com
- Data Set: Download
- Language: English, ქართული
- Category: გარემო
- Type: Infographic