feradi.info
08/15/2013
  • 8 Likes
  • View_icon 2632 Views
საქმიანობაც უნდა იყოს გამჭვირვალე! - შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, 2013 წელს, წინა წელთან შედარებით, დანაშაულის რაოდენობამ იკლო, დანაშაულის გახსნის მაჩვენებელი კი გაიზარდა. სამინისტრომ რეგისტრირებული და გახსნილი დანაშაულის სტატისტიკა დაჯამებული სახით გამოაქვეყნა, რაც არ გვაძლევს საშუალებას, გავიგოთ, ზუსტად რას ნიშნავს დანაშაულის კლება: რა ტიპის დანაშაულმა იკლო ან იმატა, სად შემცირდა ან გაიზარდა დანაშაულის რაოდენობა? რამდენად მძიმეა ჩადენილი დანაშაული? ვინ ჩაიდინა იგი - რომელი ასაკობრივი ჯგუფის წარმომადგენლებმა? რა ტიპის დანაშაული გახსნა შინაგან საქმეთა სამინისტრომ და ა.შ. 


ამ კითხვებზე პასუხის გასაცემად “ჯამპსტარტ ჯორჯიამ” სამინისტროსგან დანაშაულის დეტალური სტატისტიკა <a href="http://jumpstart.ge/ka/blog/ra-mnishvneloba-akvs-uketesia-tu-ara-sheni-monacemebi-tuki-veravin-gamoiqenebs-mas" target="_blank">გამოითხოვა.</a>

"ჯამპსტარტ ჯორჯიამ" შინაგან საქმეთა სამინისტროსგან პასუხი მოთხოვნის გაგზავნიდან 27 სამუშაო დღეში მიიღო. მიღებული ინფორმაცია არასრულია და არ შეესაბამება მოთხოვნას. 

“ჯამპსტარტ ჯორჯია” შინაგან საქმეთა სამინისტროს სთხოვს,  საკუთარ ოფიციალურ ვებვერდზე (police.ge) ელექტრონულ ფორმატში (exl, cvs, xml) გამოაქვეყნოს დანაშაულის დეტალური სტატისტიკა, რათა საზოგადოებამ უკეთ გაიგოს, როგორია კრიმინოგენული ვითარება საქართველოში! 

თუ თქვენც იზიარებთ ჩვენს მოთხოვნას, გთხოვთ, ხელი მოაწეროთ  <a style="font-weight:800;" href="https://docs.google.com/a/jumpstart.ge/forms/d/1Q4w_We9WzT0ARNWk_zaFqLNvCiePNPCuNLT1_v2F24M/viewform" target="_blank">პეტიციას</a>. 
 -

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, 2013 წელს, წინა წელთან შედარებით, დანაშაულის რაოდენობამ იკლო, დანაშაულის გახსნის მაჩვენებელი კი გაიზარდა. სამინისტრომ რეგისტრირებული და გახსნილი დანაშაულის სტატისტიკა დაჯამებული სახით გამოაქვეყნა, რაც არ გვაძლევს საშუალებას, გავიგოთ, ზუსტად რას ნიშნავს დანაშაულის კლება: რა ტიპის დანაშაულმა იკლო ან იმატა, სად შემცირდა ან გაიზარდა დანაშაულის რაოდენობა? რამდენად მძიმეა ჩადენილი დანაშაული? ვინ ჩაიდინა იგი - რომელი ასაკობრივი ჯგუფის წარმომადგენლებმა? რა ტიპის დანაშაული გახსნა შინაგან საქმეთა სამინისტრომ და ა.შ.

ამ კითხვებზე პასუხის გასაცემად “ჯამპსტარტ ჯორჯიამ” სამინისტროსგან დანაშაულის დეტალური სტატისტიკა გამოითხოვა.

"ჯამპსტარტ ჯორჯიამ" შინაგან საქმეთა სამინისტროსგან პასუხი მოთხოვნის გაგზავნიდან 27 სამუშაო დღეში მიიღო. მიღებული ინფორმაცია არასრულია და არ შეესაბამება მოთხოვნას.

“ჯამპსტარტ ჯორჯია” შინაგან საქმეთა სამინისტროს სთხოვს, საკუთარ ოფიციალურ ვებვერდზე (police.ge) ელექტრონულ ფორმატში (exl, cvs, xml) გამოაქვეყნოს დანაშაულის დეტალური სტატისტიკა, რათა საზოგადოებამ უკეთ გაიგოს, როგორია კრიმინოგენული ვითარება საქართველოში!

თუ თქვენც იზიარებთ ჩვენს მოთხოვნას, გთხოვთ, ხელი მოაწეროთ პეტიციას.

Embed:
<
 
>