“ყველა ცხოველი თანასწორია, მაგრამ ზოგი უფრო თანასწორია ვიდრე სხვები”
- ❤ 8 Likes
- 2931 Views
2013 წლის 17 მაისს თბილისში ჰომოფობიასთან და ტრანსფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით გამართული 50-კაციანი ლგბტ აკტივისტთა აქცია ათასობით ადამიანმა დაარბია. მათ შორის იყვნენ სასულიერო პირებიც.
შეტაკებების შედეგად დაშავდა 30-მდე ადამიანი. ხულიგნობისთვის 100 ლარით დაჯარიმდა აქციის 4 მონაწილე. სისხლის სამართლის საქმე აღიძრა 2 სასულიერო პირის მიმართ, მათგან ერთი უდანაშაულოდ სცნეს, მეორის საქმეს კი სასამართლო, ერთი წლის თავზე, ისევ განიხილავს.
17 მაისის მოვლენებიდან რამდენიმე კვირის შემდეგ კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრის მიერ ჩატარებული კვლევის მიხედვით, თბილისელების 91% ამბობს, რომ კანონის წინაშე ყველა თანასწორი უნდა იყოს. თუმცა 57% აღნიშნავს, რომ 17 მაისის დაპირისპირებაში მონაწილე სასულიერო პირები სასამართლოს წინაშე არ უნდა წარსდგნენ.
- Organization: JumpStart Georgia
- Reporter: ნინო მაჭარაშვილი (ჯამპსტარტ ჯორჯია)
- Designer: ია ნინოშვილი (ჯამპსტარტ ჯორჯია)
- Data Source:
- Language: English, ქართული
- Category: საზოგადოება, გენდერი
- Type: Infographic